პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა

განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა პროფესიულ განათლებაში მიმდინარე უახლესი პროცესების შეფასებასა და შრომის ბაზრის პროგნოზირების ძირითადი მიგნებების გაზიარებას. შეხვედრაზე მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას პროფესიული განათლების მიმართულებით საკუთარი ხედვა გააცნო და ახალი მექანიზმების შემუშავების შესახებ ისაუბრა, რომელიც გულისხმობს კერძო სექტორის ჩართულობას პროფესიული განათლების განვითარების პროცესში.