პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა მოსწავლეებისთვის

პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაში 600-ზე მეტი საჯარო სკოლა და ყველა პროფესიული სასწავლებელი ჩაერთო. პროგრამა, რომელიც 2017 წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება, ითვალისწინებს უფროსკლასელებისთვის სხვადასხვა პროფესიული უნარის გამომუშავებას.

პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებელში, მათთვის საინტერესო საქმეს ეუფლებიან. ერთ-ერთ ასეთ კურსს, რომელშიც მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ, კოლეჯ „აისში“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი დაესწრო. მისი განცხადებით, პროექტი მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება და ყველა სკოლას მოიცავს.