პროფესიული განათლების სისტემის რეფორმირება

პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროფესიული განათლების სისტემის რეფორმირებას იწყებს.

ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით იგეგმება. საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდები, პროფესიის შესწავლის პარალელურად, ე.წ. სასკოლო საგნებს სრულად გაივლიან და სურვილის შემთხვევაში, ამავე დიპლომით უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას შეძლებენ.

რეფორმა მაისიდან ეტაპობრივად ამოქმედდება. ასევე სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს შეეძლებათ, ისწავლონ პროფესიულ პროგრამებზე, რომლებიც შემუშავებული იქნება დამსაქმებელთა მონაწილეობით.

ასევე დაინერგება მოკლევადიანი გადასამზადებელი კურსები.