საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, გერმანიის ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით, პროფესიული განათლების შესახებ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესგაერთიანებები, სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანია ევროპული გამოცდილებისა და პრაქტიკასთან მიმართებით, მიმდინარე შედეგებისა და გამოწვევების განხილვა.