თბილისში პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები იმართება. ღონისძიების ფარგლებში, განათლების მინისტრმა რესპუბლიკის მოედანზე წარმოდგენილი ინტერაქციული და ინფორმაციული სივრცე დაათვალიერა. მანამდე კი გაიმართა კონფერენცია, სადაც განათლების მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავდნენ.
უცხოელმა ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს ახალი უნარების შეძენის მიმართულებით, გამოცდილება გაუზიარეს, რაც ქართული პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზაციას შეუწყობს ხელს.