ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის, გერმანიის საერთაშორიო თანამშრომლობის საზოგადოებისა და განათლების სამინისტროს ინიციატივით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც იყო პროფესიული განათლების განვითარების პროცესში კერძო სამშენებლო სექტორის ჩართულობისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა. ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფორმატში, მშენებლობის სექტორსა და პროფესიულ განათლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს და ასოციაციის მიერ განათლებისა და დასაქმების კომიტეტის შექმნა დააანონსეს.