პროფესიული სასწავლებლების მიმართ ინეტერესის გასაზრდელად ახალი კამპანია დაიწყო.
სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს ვეტერანი სპორტსმენები ხვდებიან და პროფესიული განათლების უპირატესობაში მათ დარწმუნებას ცდილობენ. ბოლო სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად პროფესიულ სასწავლებლებში სწავლას 8 000-მდე ადამიანი იწყებს. კულინარია, გრაფიკული დიზაინი და ბაგა-ბაღის აღმზრდელი, – ეს ის სამი სპეციალობაა, რომლებზეც მიმართვიანობა ყველაზე მაღალია.