განათლების სამინისტრო პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს. პროცესი 2 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით წარიმართება.
ყველა დაინტერესებულ პირს, საქართველოს ყველა რეგიონში, აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.
რეგისტრაციის გავლა პირადობის მოწმობით შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. ასევე, რეგისტრაცია შესაძლებელია სპეციალურ ვებგვერდზეც.