პროფესიული განათლების ახალი მოდელი

მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, განათლების სამინისტრო, ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და მსოფლიო ბანკის თანამონაწილეობით, ახალ პროექტს იწყებს. პროფესიული განათლების სისტემაში მსგავსი მასშტაბის პროექტი პირველად ხორციელდება. მიზანი კი  პედაგოგთა კარიერული განვითარების ხელშეწყობა და  სისტემაში ახალი კადრების მოზიდვაა.