პროფესიულ სასწავლებლებში მიმართვის მაჩვენებელი მკვეთრად არის გაზრდილი. კოლეჯებში სწავლის გაგრძელების და პროფესიული განათლების დაუფლების მსურველთა სტატისტიკა წინა წლების მონაცემებს მნიშვნელოვნად აჭარბებს. პროფესიული სასწავლებლის მიმართ ინტერესის მატებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ფონზე, როცა ბიზნესი კადრების დეფიციტს მთავარ პრობლემად ასახელებს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოთხოვნა ყველაზე მეტად შრომითი უსაფრთხოების სპეციალობაზე, ასევე ტურიზმის, სამშენებლო და საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამებზეა გაზრდილი.