პროექტის შეჯამება

„გარემოს ჯანმრთელობის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება საქართველოში“ – ევროკავშირის ინსტიტუციური საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი დასრულდა.

2-წლიანი პროექტის მიზანი, რომლის ფარგლებში რეფორმის გეგმა მომზადდა, გარემოს ჯანმრთელობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის გაძლიერება და ეროპულ მოთხოვნებთან მიახლოება იყო. პროექტის ფარგლებში ჰაერისა და წყლის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა მოხდა. ქიმიური დამაბინძურებლებთან დაკავშირებით, მომზადდა საკანონმდებლო ნორმები. ასევე, აზბესტისა და ტყვიასთან დაკავშირებული რისკების შეფასება და მართვის ინსტრუმენტები შემუშავდა.