პროექტის, „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“ პრეზენტაცია
საქართველოს სახალხო დამცველმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“ პრეზენტაცია გამართა.
ლევან იოსელიანის განცხადებით, პროექტის მიზანია გააძლიეროს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობები, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში სამართლიანი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემის დამკვიდრებას. აღნიშნული ინიციატივა დაეხმარება ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას. ტექნიკური მხარდაჭერა ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით განსახორციელებელ აქტივობებს. პროექტი უზრუნველყოფს საქართველოს სახალხო დამცველის კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებასთან ურთიერთობის აქტივობებს და აპარატის მოქალაქეებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას. პრეზენტაციას ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკიც დაესწრო. პროექტი ორი წლის განმავლობაში განხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1,5 მილიონი ევრო იქნება.