ევროკავშირმა დაძმობილების პროექტი „სისხლის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება საქართველოში“ წარადგინა. პროექტი საქართველოში გადამდები დაავადებებისა და სისხლის გადასხმის სფეროში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
პროექტი რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება, მათ შორის დაგეგმილია სისხლის უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის განახლება, ასევე ადამიანური რესურსების გადამზადება.
პარტნიორი ქვეყნების ექსპერტები საქართველოში ტრენინგებსა და სემინარებს ჩაატარებენ.