„შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება“,- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ევროკავშირისა და იუნესკოს-ს 2019 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
გამარჯვებული პროექტის განხორციელების მიზანია, საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში შემუშავდება სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ასევე, დაგეგმილია ბაზრის ძირეული შესწავლა და იმ სარგებლის განსაზღვრა, რასაც ამ სფეროს განვითარების შედეგად ქვეყანა მიიღებს.
ორი წლის განმავლობაში, პროექტში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები შეიმუშავებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რაც ხელს შეუწყობს მეტი შემოქმედებითი სივრცის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით.