ქვეყანაში, პროექტი, „საქართველო ევროპულ ოჯახში“ იწყება.
ის ორწლიანია და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლების, საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართულობისა და აღნიშნული პროცესის მნიშვნელობის შესახებ, ინფორმაციის გავრცელებას.
პროექტის ფარგლებში, გაიმართება არაფორმალური საგანმანათლებლო ღონისძიებები: ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, კონფერენციები, დისკუსიები და ფილმების ჩვენებები.
პრეზენტაციას პრემიერ მინისტრი, სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების ლიდერები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.