პროექტის „ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია.
რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე კონკურსში სულ 38 გუნდი მონაწილეობდა.
ახალგაზრდებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან საკუთარი გამოგონებები წარადგინეს.
კონკურსის ჟიურიმ სამი საუკეთესო და ერთი გრანპრის მფლობელი გამოავლინა. მათი ნამუშევრები ეკოლოგიას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარებას და სხვა მიმართულებებს ეხებოდა.