პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ მიღწევები

შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ გაერო-სა და შვედეთის ელჩებს საქართველოში პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ მიღწევები გააცნო.

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საჯარო სერვისები უფრო ადაპტირებული და ხელმისაწვდომი გახდა.

სპეციალური ტრენინგ-მოდულით გადამზადდა იუსტიციის სახლის 300-მდე თანამშრომელი და იგეგმება კიდევ 750 თანამშრომლის გადამზადება.