საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში, პროექტის „საზღვრის მიღმა“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
ორგანიზატორები, ემიგრაციაში მყოფ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდნენ, რომლებიც 10 დღის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა აქტივობაში. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოსა და საზღვარგარეთ ემიგრაციაში მცხოვრები ახალგაზრდების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილი ახალგაზრდების დაახლოებას და კულტურათა გაცვლას.