საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტი „ნორჩი ფეხბურთელები“ მიმდინარეობს. პროექტი აფხაზეთიდან დევნილ 25 ახალგაზრდას აერთიანებს. ისინი 10 დღის განმავლობაში საფეხბურთო აკადემია „რუხში“ საზაფხულო სპორტულ შეკრებაში მიიღებენ მონაწილეობს. საფეხბურთო წვრთნებს ახალგაზრდებს კვალიფიციური სპეციალისტები უტარებენ. პროექტის ფარგლებში ამხანაგური მატჩიც გაიმართა, სადაც „ნორჩი ფეხბურთელები“ საფეხბურთო კლუბ „ოდიშს“ დაუპირისპირდა.