„მდგრადი სასურსათო სისტემის დანერგვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“, – ასე ჰქვია ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.
პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გაძლიერება წარმოადგენს, რათა მათ შეძლონ მოწყვლადი მოსახლეობის იდენტიფიცირება და უზრუნველყონ მათთვის სურსათის გადანაწილება, ითანამშრომლონ ადგილობრივ ფერმერებთან და აწარმოონ სურსათის ნარჩენებისა და დანაკარგების შემცირების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიები. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.