ორგანიზაციამ, „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“ დაიწყო ახალი პროექტი, „კლიმატის ცვლილების მიტიგაცია გურიაში – სამოქალაქო აქტივიზმი სუფთა სუფსისთვის“. პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამის ფარგლებში. პროექტის მიზანია გურიაში კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის ხელშეწყობა.