პროექტი „განახლებული რეგიონები“ 

მთელი ქვეყნის მასშტაბით, პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში სამუშაოები გრძელდება.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, კერძოდ ონში, ამბროლაურში, ცაგერსა და ლენტეხში, სამუშაოები მიმდინარეობს როგორც შენობებზე, ისე რეკრეაციულ სივრცეებში. ეწყობა პარკები და სკვერები. 4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს, რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოები უკვე ყველა მუნიციპალიტეტში დაწყებულია.