დინამოს აკადემიამ პროექტის ფარგლებში, – „დინამო თბილისის ფილიალები რეგიონებში“ ლანჩხუთში, დასავლეთ საქართველოში არსებულ მუნიციპალიტეტებში გამორჩეული ფეხბურთელების საწვრთნელი შეკრება ჩაატარა. წვრთნაში 40-მდე ფეხბურთელი მონაწილეობდა. ახალგაზრდებზე დაკვირვების შემდეგ, მათ ნაწილს „დინამო თბილისის“ რეგიონულ ნაკრებ გუნდში აიყვანენ. პროექტში უკვე ჩართულია საქართველოს 24 მუნიციპალიტეტი. პროექტი გულისხმობს 6-დან 12 წლამდე ფეხბურთელების მომზადებას „დინამო თბილისის“ მეთოდოლოგიით. ასევე, მწვრთნელებისთვის სემინარების ჩატარებას თბილისსა და რეგიონებში. დინამოს აკადემიის დირექტორის და პროექტების მენეჯერის ხელმძღვანელობით, ახალგაზრდების შერჩევა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებიდან 23 ივნისს თბილისში ჩატარდება.