პროექტი „აზერბაიჯანული ხელით ნაქსოვი ხალიჩები - ტრადიციის შენარჩუნება“
მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში, პროექტის -„აზერბაიჯანული ხელით ნაქსოვი ხალიჩები – ტრადიციის შენარჩუნების“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში მონაწილე მოსწავლეების მიერ შექმნილი ხალიჩები. ღონისძიება აზერბაიჯანული ტრადიციული მუსიკის თანხლებით გაიმართა.