პროექტების შეჯამება

საქართველოს „წითელი ჯვრის“ საზოგადოებამ აჭარის ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრთან ერთად გასულ წელს განხორციელებული ერთობლივი პროექტები შეაჯამა.

„ახალგაზრდობის გააქტიურება“, – ამ სახელწოდების ერთობლივ პროექტში გასულ წელს ასეულობით ადგილობრივი იყო ჩართული. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა გაიარეს სხვადასხვა ტიპის ტრენინგი, მიიღეს გრანტები სხვადასხვა აქტივობის განსახორციელებლად. ორივე ორგანიზაციამ 14 ერთობლივი პროექტი განახორციელა. თანამშრომლობა მიმდინარე წელსაც იგეგმება, 2021 წელს კი ბათუმი „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს, რომელშიც 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.