თბილისის საქალაქო სასამართლოში დეპუტატ ალეკო ელისაშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე იმსჯელეს. დღევანდელ სხდომაზე თავად დეპუტატიც იმყოფებოდა, თუმცა მალევე პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ აქციაზე განვითარებული მოვლენების ნაწილი აქვს წარმოდგენილი. ადვოკატის განცხადებით, აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან ელისაშვილს არანაირი კავშირი არ აქვს.