„პრიორიტეტული მიმართულების განვითარების ცენტრი“ მოუწოდებს მამუკა ხაზარაძეს, მოხსნას არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა და დატოვოს პარტიის ხელმძღვანელის პოსტი.
ცენტრის დამფუძნებლები ამბობენ, რომ „ლელოს“ ლიდერი რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებთან არის დაკავშირებული. ლადო სადღობელაშვილი აცხადებს, რომ ხაზარაძემ კომპანია „ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტი „ალფა ბანკს“ გადასცა და კომპანიის წარმომადგენლებთან იყოფს „ბორჯომის“ წილებს. სადღობელაშვილი ხაზარაძის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც „ლელოს“ ლიდერის მევახშეობის აკრძალვაზე საუბრობდა.
„პრიორიტეტული მიმართულების განვითარების ცენტრის“ ბრალდებებსა და მოთხოვნებზე „ლელო“ კომენტარს არ აკეთებს.