თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში Primeclass Lounge-ის განახლებული სივრცე და სწრაფი გასასვლელი გაიხსნა.
გაფართოებული ლაუნჯი უფრო მეტი მგზავრის მომსახურების საშუალებას იძლევა. განახლებული სივრცეების გახსნას აეროპორტის ოპერატორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დაესწრო.