საპრეზიდენტო კანდიდატად დავით უსუფაშვილის დასარეგისტრირებლად ცესკოში განაცხადი უკვე შევიდა.
უსუფაშვილს ერთობლივ კანდიდატად „შენების მოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ეროვნული ფორუმი“ წარადგენენ. ამ დროის მონაცემებით, განაცხადი 12 სუბიექტს აქვს გაკეთებული.
სხვა მსურველებს განაცხადების შეტანა 8 სექტემბრამდე შეუძლიათ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პროცედურები დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კიდევ ერთხელ განმარტეს.