არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტი „ქართული ქარტიის“ ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს ისევ განაგრძობს.
სალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში განაცხადა, რომ არჩევნებამდე არც ტექნიკურ მთავრობას და არც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დაასახელებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ კონსულტაციაში გასაკვირი არაფერია და ასეთი შეხვედრები პრეზიდენტთან ხშირად უნდა იმართებოდეს. მმართველი პარტია კი არასერიოზულად აღიქვამს სალომე ზურაბიშვილის ქარტიას და პრეზიდენტს რადიკალური ოპოზიციის ლიდერად მოიხსენიებს.