პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს კანდიდატები წარუდგინა

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად ოთხი კანდიდატურა წარუდგინა, ხოლო ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ დასახელებულ კანდიდატებს უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს. „ქართული ოცნების“ წევრები შეფასების გაკეთებას აპლიკანტებთან გასაუბრების შემდეგ გეგმავენ.