ოლიმპიელების დახვედრის ცერემონიას პოლიტიკური ურთიერთბრალდებების გარეშე არ ჩაუვლია – მიზეზი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაა.
საქართველოს პრეზიდენტს დღეს ოლიმპიელები უნდა დაეჯილდოებინა, თუმცა ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ცერემონიაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ზურაბიშვილმა მმართველ გუნდს ღონისძიების ფორმატი დაუწუნა და თქვა, რომ ოლიმპიელებს სექტემბერში პარალიმპიელებთან ერთად სახალხო ზეიმის ფარგლებში დააჯილდოებს. მიღებული გადაწყვეტილების გამო პრეზიდენტი პირადი პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებაში დაადანაშაულეს.