პრეზიდენტმა მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ დათა ვანიშვილს ახალი წელი პირადად მიულოცა

ახალი წელი პირადად მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ დათა ვანიშვილს.

გიორგი მარგველაშვილმა ხურვალეთში სტუმრობისას 2017 წელი შეაჯამა. ისაუბრა რუსულ ოკუპაციაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტზე, ეკონომიკურ ვითარებასა და საკონსტიტუციო რეფორმაზე.

გიორგი მარგველაშვილმა მოქალაქეებს მიმართა და 2018 თავისუფლების წლად გამოაცხადა.