პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დევნილ ბავშვებს ნაძვის ხის ზეიმზე უმასპინძლა. სალომე ზურაბიშვილმა წეროვანიდან და წილკნიდან ჩამოსულ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ბავშვებმა პრეზიდენტის სასახლის მთავარი ჩიჩილაკი პრეზიდენტთან ერთად აანთეს. ასევე სადღესასწაულოდ მორთული სასახლის ეზო დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ორბელიანების სასახლის წინ, დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა წინასაახალწლო საქველმოქმედო აქციაც გამართა.