სალომე ზურაბიშვილი წლიური ანგარიშის წარდგენისათვის ემზადება. საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლა 6 თებერვალს გაიმართება. სალომე ზურაბიშვილისთვის პრეზიდენტის რანგში ეს ბოლო მოხსენება იქნება. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტის ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყნის ევროინტეგრაცია და ამ პროცესის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები, მათ შორის რეკომენდაციების შესრულების საკითხი.
სხდომათა დარბაზში იქნება „ქართული ოცნებაც“. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის აქცენტების პროგნოზირება რთულია. მათივე თქმით, იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტის მოხსენება პოლიტიკურად ანგაჟირებული არ იქნება.