აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი სომხეთში იმყოფება.
სალომე ზურაბიშვილი დღეს სომეხმა კოლეგამ და პრემიერმა მიიღეს. ნიკოლ ფაშინიანთან საუბრის დროს პრეზიდენტმა ითხოვა, რომ სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციის პროცესში ქართველი სპეციალისტებიც ჩაერთნენ. ზურაბიშვილი ინიციატივით გამოვიდა პრეზიდენტთან შეხვედრაზეც და ხაზი გაუსვა, რომ ორი ქვეყნის საზღვრების დელიმიტაციის საკითხი უნდა გააქტიურდეს.
ნოდარ ჩაჩუა ადევნებს თვალს პრეზიდენტის ვიზიტს სომხეთში.