გზავნილები ვარშავიდან – პოლონეთი ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, სრულად უჭერს მხარს.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა მედიის შეკითხვებს უპასუხეს. ქვეყანა, რომლის იმედი ყველაფერში შეიძლება გქონდეს, – ასე დაიწყო გამოსვლა სალომე ზურაბიშვილმა. ვარშავაში დღეს რამდენჯერმე გაუსვეს ხაზი იმას, რომ საქართველოში პოლონეთის საელჩო სწორედ ნატოსთან საკონტაქტო პუნქტია. როგორც ირკვევა, აუდიენციის დროს, სალომე ზურაბიშვილმა და ანჯეი დუდამ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზეც ისაუბრეს. პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ საქართველო-პოლონეთს შორის, ახლა სექტორული თანამშრომლობაა გასაღრმავებელი.
მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა სეიმის და სენატის პრეზიდენტებთან შეხვედრებზეც.
პოლონეთში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს თამუნა წიკლაური აშუქებს.