საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ლიეტუვაში დაიწყო. სალომე ზურაბიშვილს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში ლიეტუვის პრეზიდენტის კანცლერი და საელჩოს წარმომადგენლები დახვდნენ. ოფიციალური ცერემონია კი ამ წუთებში პრეზიდენტის სასახლეში იმართება. დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ლიეტუვის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და სეიმის თავმჯდომარესთან.
ორი ქვეყნის პრეზიდენტები რამდენიმე წუთში, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ, რომელსაც დაწყებისთანავე პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
საქართველოს პრეზიდენტი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და ასევე ოკუპაციის მუზეუმსაც დაათვალიერებს.