საქართველოს პრეზიდენტი პირველი სახელმწიფო ვიზიტით კვიპროსს ეწვია.
სალომე ზურაბიშვილი ნიქოზიაში შეხვედრებს კვიპროსის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან გამართავს. პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. იგეგმება პრეზიდენტების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით, რის შემდეგაც პირველი პირები პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ასევე კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს და ქვეყნის მთავარეპისკოპოსს.