არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმე ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე საუბრობს.
გიორგი მარგველაშვილი კონგრესში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, აღნიშნული ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურობასა და რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს.