საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრებენ ლატვიაში.
რიგაში სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. პრეზიდენტი ხელისუფლების პირველ პირებს უნდა შეხვდეს. ლატვიელ კოლეგასთან, პრემიერთან და საკანონმდებლო ორგანოს სპიკერთან ერთად, ჩანიშნულია შეხვედრა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტთანაც, რომლის დროსაც ლატვია ევროკავშირის წევრი გახდა.
სალომე ზურაბიშვილი ქართული დიასპორის წინაშეც გამოვა. მთავარი სასაუბრო თემები იქნება ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ოკუპაცია და რუსეთთან ურთიერთობა.
მარიამ მენაბდე რიგიდან.