პრეზიდენტის ვიზიტი

საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის გამოწვევები იქნება ის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელსაც გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში განიხილავს.

ბელგიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი პრეზიდენტი ხვალიდან ევროკავშირის საბჭოსა და ნატოში შეხვედრებს იწყებს. უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული სირთულეების გარდა სახელმწიფოს მეთაური საერთაშორისო ორგანიზაციებს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

„მოამბე“ ბრიუსელიდან – თამუნა წიკლაური აშუქებს საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს.