პრეზიდენტის ვიზიტი

უცხოეთში გამგზავრებაზე საქართველოს მთავრობის უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი დღეს გერმანელ კოლეგას შეხვდა. პრეზიდენტმა დღეიდან დაიწყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან. სალომე ზურაბიშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ბერლინში შეხვდა. გერმანიის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის ფოტო სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქგვერდზე აიტვირთა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილს როგორც გერმანიაში, ასევე ცხრა სახელმწიფოში ვიზიტის განხორციელებაზე მთავრობამ უარი უთხრა. ფაქტი დაადასტურა მთავრობის ადმინისტრაციამაც. „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებით, უარის მიზეზი ბოლო პერიოდში სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებია, რომლებსაც მმართველ გუნდში ანტისახელმწიფოებრივად აფასებენ. ოპოზიცია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება.

ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.