მთავრობის თანხმობის გარეშე სალომე ზურაბიშვილის მორიგი ევროპული ვიზიტები მმართველი გუნდის მხრიდან ისევ მწვავე კრიტიკის მიზეზი ხდება.
სახელისუფლებო პარტიის შეშფოთებას საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ევროპელი კოლეგების შეხვედრების შემდეგ გაკეთებული განცხადებები იწვევს. მათ შორის ლატვიის პრეზიდენტის გზავნილი, რომელმაც თქვა, რომ რეფორმებთან ერთად აუცილებელია საქართველო ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს. მმართველ გუნდში სანქციებთან საქართველოს შესაბამისობის თაობაზე დასავლელი პარტნიორების დადებითი შეფასებები მოჰყავთ და პირდაპირ ამტკიცებენ, რომ ზურაბიშვილის საკუთარი ვიზიტებით ქვეყანას აზიანებს.
საპირისპიროს ამტკიცებენ ოპოზიციაში, სადაც სადაც აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ძალიან მნიშვნელოვანია.