პრეზიდენტის ვეტო - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

უმრავლესობა მომავალ სასესიო კვირაში სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევას გეგმავს, რომელიც პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს დაადო. კანონპროექტის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი იცვლება. ცესკო-ს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

ოპოზიციაში საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს აკრიტიკებენ. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ხელოვნურად და მიზანმიმართულად ცდილობს, ცესკო-ს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცესი შეაფერხოს.