პრეზიდენტის ვეტო - პოლიტიკური პოზიციები

პარლამენტში კიდევ ერთი ხმაურიანი განხილვაა მოსალოდნელი. გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტმა იმპიჩმენტის საკითხის განხილვამდე მიიღო, ახალი პოლიტიკური ვნებათაღელვის თემა გახდა.

მმართველ გუნდს სახელმწიფოს მეთაურის მეოთხე ვეტო აქვს დასაძლევი. საპარლამენტო უმრავლესობისთვის პოლიტიკური მოტივი უდევს საფუძვლად სალომე ზურაბიშვილის იმ ვეტოს, რომელიც შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ 5 ოქტომბერს მიღებულ კანონს დაადო. ვეტოს დასაძლევად საპარლამენტო უმრავლესობის სრული მობილიზაციაა საჭირო. ოპოზიცია არასამთავრობო სექტორთან ერთად პრეზიდენტის შეხედულებებს სრულად ეთანხმება და კანონპროექტს მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლებაში უხეშ ჩარევად მიიჩნევს. კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ცოტა ხნის წინ მიიღო, დემონსტრანტებს აქციების დროს გარკვეულ, მათ შორის კარვების და დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს უწესებს.