პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ვეტოს გამოყენების შესახებ, საზოგადოებისა და მათ შორის პოლიტიკური სპექტრისთვის, უკვე რამდენიმე კვირაა ცნობილია. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადება ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე დააანონსა და თქვა, რომ ვეტოს მექანიზმის ფარგლებში, კანონის გაპატიოსნებაში მონაწილეობას არ მიიღებდა. ამ განცხადების შემდეგ, მთავარი კითხვა ასეთია – ერთვის თუ არა პრეზიდენტის ვეტოს მოტივირებული შენიშვნები. მოლოდინების შესახებ დღეს მმართველ გუნდში გააკეთეს განცხადებები.
პრეზიდენტის ვეტო