„სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს დისკრედიტაციის კამპანიაშია ჩართული, აბსოლუტურად ლოგიკური იყო მისი ვეტო, რომელიც დაძლეული იქნება“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებისთვის ვეტოს დადებას. ირაკლი კობახიძის თქმით, ვეტო ვერ შეუქმნის პრობლემას პროცესების სტაბილურად განვითარებას.