პრეზიდენტის ვეტო - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც 11-გვერდიანია, პარლამენტს უკვე წარედგინა. სალომე ზურაბიშვილი მოტივირებულ შენიშვნებში ეუთო/ოდირის მიერ საქართველოსთვის მიცემულ რეკომენდაციებს მიმოიხილავს და ვეტოს გამოყენებასაც ამ ჭრილში ხსნის. ამასთან, ზურაბიშვილი პარლამენტს სთავაზობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, 2024 წლის პირველ მაისამდე გამოაცხადოს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე განსაწესებელი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატისა და ცესკო-ს ყველა იმ არჩეული წევრის თანამდებობაზე განსაწესებელი ცესკო-ს წევრობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსი, რომლის უფლებამოსილების ექვსთვიანი, ან ხუთწლიანი ვადაც გასულია ან 2024 წლის პირველ მაისამდე გადის და შექმნას ამ კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია. ამის შემდეგ, კანონის თანახმად, გაგრძელდეს შესაბამის პირთა ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს აღნიშნული წევრების თანამდებობებზე განწესებისთვის დადგენილი სათანადო პროცედურები“.

პრეზიდენტის მორიგ ვეტოს შეფასებები მოჰყვა პოლიტიკოსების მხრიდან. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. მმართველი გუნდის ვეტოს დაძლევას გეგმავს.