პარლამენტი პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დაძლევას აპირებს. საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნების განხილვა პარლამენტის სხდომაზე ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. საკითხის განხილვას ოპოზიციის მცირე ნაწილი ესწრებოდა.
საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც საგადასახადო ამნისტიის გარდა, ოფშორებიდან აქტივების საქართველოში შემოტანის პირობებს ეხება, პრეზიდენტი და ოპოზიცია აკრიტიკებს.
სხდომის დეტალებსა და მხარეთა პოზიციებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.